თბილისი (BPI) – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ხელისუფლების ინტერესია ის, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ეს პროექტი ბოლომდე მიიყვანოს.
მინისტრმა “იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა, რომ კონსორციუმს გრაფიკთან დაკავშირებით ჩამორჩენა აქვს. მისი თქმით, პროექტში პრობლემები 2017 წლიდან დაიწყო, არ არის დასრულებული სრული საპროექტო დოკუმენტაცია და კონსორციუმის განცხადებითვე პროექტის 60%-ია შესრულებული. “რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით კონსორციუმის მუშაობით ბოლომდე კმაყოფილები”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
“ანაკლიის პროექტი ყველა შემთხვევაში განხორციელდება”, – განაცხადა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმება.