ლუდმა „ნატახტარმა“ ბრიუსელის გემოს ინსტიტუტის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

თბილისი (BPI) – 2019 წლის 3 ივნისს, ბრიუსელში, ლუდ „ნატახტარს“ უმაღლესი გემოს ჯილდო – Superior Taste Award გადაეცა, International Taste Institute-ის მიერ.

პროდუქტები 200-ზე მეტმა ჟიურის წევრმა შეაფასა სხვადასხვა ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსის ჟიური მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სომელიეთა და შეფ-მზარეულებისგან არის დაკომპლექტებული, რომელთა ტალანტიც აღიარებულია ისეთი ინსტიტუტების მიერ, როგორიცაა „Le guide Michelin“ და „Gault & Millau.“

პროდუქტები ფასდება მკაცრი და ნეიტრალური მეთოდოლოგიით. პროდუქტების დაგემოვნება ხდება ბრმად კვებისა და სასმელის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, რომლებმაც არ იციან ბრენდის სახელი და მისი წარმომავლობა.

„200-მდე პროფესიონალი შეფ-მზარეული და სომელიე შეიკრიბა ერთად, რომ მიაწოდონ ობიექტური და პროფესიონალური უკუკავშირი მწარმოებლებს მათი პროდუქტების გემოსთან დაკავშირებით,“-აღნიშნავს Laurent van Wassenhove, International Taste Institute-ის დირექტორი. მისი განცხადებით, ცნობილი ინსტიტუტების წარმომადგენელი შეფ-მზარეულები და სომელიეები „ბრმად აფასებენ პროდუქტებს და მაღალი გემოვნებითი ქულების მქონე პროდუქტები იღებენ უმაღლეს გემოს ჯილდოს – Superior Taste Award.“

შემთხვევითი სიახლე

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოს ელექტროენერგეტიკის სამუშაო ჯგუფს სემეკის წარმომადგენელი უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წარმომადგენელი, თამარ პარუნაშვილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი …