ლილოს პოლიგონზე ნარჩენების გადამუშავების პროექტს ბელგიური „ჯეო კონსულტანტი“ მოამზადებს

თბილისი (BPI) – ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დასრულებულ უჯრედებში ბიოგაზის მოპოვებისა და მის ღირებულ პროდუქტად გარდაქმნის კონცეპტუალურ პროექტს ბელგიური კომპანია „ჯეო კონსულტანტი“ მოამზადებს.

კახა კალაძის თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს ნარჩენების პოლიგონის გამართულ ფუნქციონირებას და ამ გზით დედაქალაქის ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას.

„ლილოს ნაგავსაყრელი არის უმძიმეს მდგომარეობაში და თუ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები,  ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ.

ნაგავსაყრელი ფაქტობრივად შევსებულია, იქ არის ძალიან დიდი მასა ნარჩენების, შესაბამისად არის შესაძლებლობა, რომ ამ ნარჩენებიდან მივიღოთ პროდუქტი, ამ შემთხვევაში ბუნებრივ აირზე არის საუბარი.

ზოგადად დაგეგმილი გვაქვს სეპარირება. პირველ საპილოტე პროექტს ჭავჭავაძის გამზირზე ვგეგმავთ. გვინდა, რომ მიწის ქვეშ განთავსდეს სეპარაციის ურნები და ვფიქრობ, ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება. ანალოგიური მიდგომა გვექნება ყველა რაიონში და ყველა უბანში. ამაზე ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კონცეპტუალური პროექტი მოიცავს დეტალურ პროექტირება-მშენებლობას, რომლის სავარაუდო დასრულების თარიღია 2021 წელი. მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება 2019 წლის სექტემბრის თვეში.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …