ლექვინაძე სასროლეთის მოსაწყობად შესაბამისი ნორმებში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის

თბილისი (BPI) – ირაკლი ლექვინაძე შსს-ს სასროლეთის მოსაწყობად შესაბამისი ნორმების დადგენის თხოვნით და შესაბამის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმართავს

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცნობით, განცხადებით ბიზნესომბუდსმენს მიმართა ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელსაც სურს საქართველოში ღია სასროლეთის მოწყობა, თუმცა კანონმდებლობით გათვალისწინებულია უსაფრთხოების ისეთი ნორმები, რომლის დაკმაყოფილების მიზნით, მას უწევს მნიშვნელოვანი ოდენობის ხარჯების გაწევა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის სასროლეთის მოწყობას.

ბიზნესომბუდსმენის აპარატში იზიარებენ კომპანიის პოზიციას და მიიჩნევენ, რომ ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების შესახებ დადგენილება შეუსაბამოდ მკაცრ  და შესაძლო საფრთხეებთან მიმართებით გადაჭარბებულ უსაფრთხოების ნორმებს ადგენს.

ომბუდსმენის აპარატში მიიჩნევენ, რომ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დღემდე არც ერთი ნებართვა არ აქვს გაცემული სასროლეთის მოწყობაზე, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ბაზარზე მოთხოვნა არსებობს.

ბიოზნესომბუდსმენის აპარატი მზადაა მონაწილეობა მივიღოს საკითხის განხილვაში, დაინტერესებული კომპანიების ჩართულობით.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …