კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების ახალი სისტემა ხვალიდან ამოქმედდება

თბილისი (BPI) – კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ხვალიდან ძალაში შედის.

თბილისის მერის თქმით, 1 აგვისტოდან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები მოსახლეობას პარკინგის გადასახადთან დაკავშირებით კონსულტაციას გაუწევენ.

საპილოტე პროექტის განხორციელების შემდეგ ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად თბილისის სხვა რაიონებშიც ამოქმედდება.

„მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული გვქონდა საინფორმაციო ჯიხური, რომ იქ მცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს ახალ სისტემასთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიეღოთ. მძღოლები დახმარებას მიიღებენ არა მხოლოდ საპარკინგე სივრცეებში, არამედ სწრაფი გადახდის აპარატებთანაც”, – განაცხადა მერმა.

ამავდროულად შესაძლებელია სმარტფონისთვის სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გადახდა.

შემთხვევითი სიახლე

ხვალ სემეკი 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – რაზე გამახვილდება ყურადღება?

11 ივლისს, 11:00 საათზე, „ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. N20, თბილისი) გაიმართება …