თბილისი (BPI) – ტაქსის სერვის «მაქსიმის» სპეციალისტებმა დაადგინეს, კვირის რომელ დღესა და დროის რა მონაკვეთში იძახებენ ტაქსს ყველაზე ხშირად, 2018 წლის მონაცემებით.
საქართველოს 7 ქალაქის მომსახურების სტატისტიკამ გვიჩვენა, რომ შარშან მოქალაქეების უმრავლესობამ ტაქსის მომსახურებით, უფრო ხშირად, კვირის მეორე ნახევარში ისარგებლა. ვინაიდან, საქართველოში პარასკევი-შაბათი გასართობად და დასასვენებლად პრიორიტეტული დღეებია, გამოძახებების რაოდენობაც კვირის სხვა დღეებთან შედარებით მაღალია. კვირის დღეებში შეკვეთების მაქსიმალური მაჩვენებელი პარასკევს -15%, ოთხშაბათს კი მინიმალური — 13.7% დაფიქსირდა.
დღის განმავლობაში ყველაზე მეტი გამოძახების წილი სამუშაო დღეებში 18:00-20:00 საათებზე მოდის, ამ დროს შეკვეთების 6.2 % შემოვიდა. შაბათ-კვირას კი, საღამოს 6 საათიდან ღამის 1 საათამდე გაგრძელდა, საშუალოდ 6.3%.
ეს იმით არის განპირობებული, რომ სამუშაო დღეებში, საღამოს, ადამიანები ბრუნდებიან სამსახურიდან სახლში, შაბათ-კვირას კი პირიქით, ამ დროს გადიან სახლიდან.
ღამის საათებში მოსახლეობის უმეტესობას სძინავს, შესაბამისად, ტაქსითაც ნაკლებად სარგებლობს. ასეთი პერიოდი სამუშაო დღეებში 8 საათია, შაბათ-კვირას კი — 10. შეკვეთების რიცხვი სამუშაო დღეებში იმატებს დილის 9 საათიდან, დასვენების დღეებში კი, მოსახლეობის უმრავლესობა სახლიდან გადის, მხოლოდ, 12 საათის შემდეგ.
სტატისტიკა სასარგებლოა მათთვის, ვინც ტაქსით მგზავრობას გეგმავს. დაზოგე თანხა და იმგზავრე უფრო სწრაფად. ტაქსის გამოძახების სერვისი «მაქსიმი» – შენს მოთხოვნებზე მორგებული სერვისია.