კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) იწყებს პროექტს “ბიზნეს აკადემია აბიტურიენტებისთვის”

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) იწყებს პროექტს „ბიზნეს აკადემია აბიტურიენტებისთვის“.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტის შინაარსობრივი ნაწილი შედგენილია, Harvard Business Publishing Education-ის, საქართველოს ეროვნული ბანკის, OECD ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელისა და The Economist Educational Foundation-ის მიერ მოწოდებული მასალებით.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის მიერ შექმნილი კურსი, აბიტურიენტს სთავაზობს საბაზისო ცოდნას ბიზნესის შესახებ (კურსი მოიცავს ფინანსების, მენეჯმენტისა და ტურიზმის თემატიკას). პროექტის მიზანია, აბიტურიენტებს მიაწოდოს ზოგადი ცოდნა არსებული ბიზნეს გარემოს, მასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და რისკების შესახებ. ბიზნეს აკადემიის მონაწილე აბიტურიენტი, პროფესიის შესახებ მიიღებს დეტალურ ინფორმაციას და შეძლებს სწორად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები პროფესიაში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კურსის -“კონკურენცია და ფასები – როგორი უნდა იყოს კონკურენტული ბიზნესი” სპიკერი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი ლექვინაძეა.

რაც შეეხება “ბიზნესი და ეკონომიკა ციფრებში” კურსს, სპიკერი „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი გოგიტა თოდრაძე.

თემა: “ენერგეტიკა და ფასები” – სპიკერი: მაია მელიქიძე – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წევრი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.

თემა: “ბიზნესის დაწყება, ბიზნეს გარემო და ლიდერობა” – სპიკერი: გიორგი აბაშიშვილი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN DESA) ეროვნული კონსულტანტი საქართველოში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი. თემა: “საფინანსო სექტორი და ფინანსური გადაწყვეტილებები” – სალომე ლიპარტელიანი – საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ბიზნეს პორტალ BPI.GE ბიზნეს პროცესების მენეჯერი. CIU ბიზნეს ინსტიტუტის (CIU_BI) კოორდინატორი. პროექტის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და ციფრული ტექნოლოგიების შემსწავლელი კურსის 1000 ლარიანი ვაუჩერებით. კურსი განკუთვნილია მხოლოდ აბიტურიენტებისთვის. პროექტი შედგება 5 სალექციო შეხვედრისგან და ჩატარდება ონლაინ ფორმატით.

დარეგისტრირდი 19 თებერვლამდე – https://bit.ly/3rKrVIu

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3oPOKs9

პროექტის მხარდამჭერია: The Financial Times – საგანმანათლებლო ლიცენზიითა და Business Insider – კვლევის მხარდამჭერი ლიცენზიით.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …