ირაკლი კოვზანაძე: საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია, ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს

თბილისი (BPI) – დაგროვებითი პენსიის ჩვენთან განხორციელებულ მოდელს წინ უძღოდა მრავალი ქვეყნის გამოცდილების შესწავლა, მათ წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე დაკვირვება, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა მიმდინარეობდა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, საქართველოს ტიპის განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, ნებაყოფლობითი შენატანებზე დაფუძნებული დაგროვებითი საპენსიო სისტემა ,,მკვდრადშობილი“ და წინასწარ წარუმატებლობისთვის განწირული იქნებოდა.

„საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია, ჩვენ ექსპერიმენტების დრო არ გვაქვს, მითუმეტეს, რომ დაგროვებით პენსიას, ერთი მხრივ,  გააჩნია სოციალური მიზანი, მეორე მხრივ, დიდია მისი როლი დოლარიზაციის შემცირების, საინვესტიციო გრძელი ფულის გაჩენის, მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, თუ საპენსიო შენატანებს, როგორც ინვესტიციას განვიხილავთ, ფაქტია, რომ მოქალაქის მიერ ფონდში შეტანილ ყოველ 1 ლარზე, დამატებით ერიცხება 2.75 ლარი, ანუ ანგარიშზე გვიჯდება 3.75 ლარი, რასაც წლიური 6.5-8% სარგებელი ემატება. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით,  დარიცხული სარგებლის მოცულობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …