თბილისი (BPI) – ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ჟურნალ „THE ECONOMIST-ის“ წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019-ის“ ეგიდით გამართულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენციის ფარგლებში, ივანე მაჭავარიანი პრეზენტაციას გამართავს სპეციალურ პანელზე „ინოვაციური რეფორმები ფინანსურ სექტორში“.
ფინანსთა მინისტრთან ერთად პანელის სპიკერებად მოწვეულები არიან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი.
კონფერენციის ფარგლებში, ასევე გაიმართება დისკუსია, რომელიც მიეძღვნება დაგროვებით საპენსიო რეფორმას და კაპიტალის ბაზრის განვითარებას.
აღნიშნულ პანელში მონაწილეობას მიიღებენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საპენსიო ფონდის თავმჯდომარე ლევან სურგულაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.