იანვარ-ივნისში მშენებლობის 4991 ნებართვაა გაცემული

თბილისი (BPI) – საქართველოში 2019 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4991 ნებართვა (+1%) 3520,9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (+17,5%).

ნებართვების 71,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48,8% თბილისზე, 11,7% – ქვემო ქართლის რეგიონზე და 11,1% – აჭარაზე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა – ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 36,4 პროცენტი ქ. თბილისზე, 15,0 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 9,5 პროცენტი – ქვემო ქართლი.

სულ, 2019 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულია 1370,6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 47,6 პროცენტით მეტი) 1236 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 6,3 პროცენტით მეტი).

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …