თბილისი (BPI) – საქართველოს საფონდო ბირჟაზე წლის დასაწყისისდან გამოცოცხლება შეინიშნება.
1,5 თვეში გარიგებების მოცულობა ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებზე 1,865 მლნ დოლარს აჭარბებს.
გარიგებები დაიდო საქართველოს სალიზინგო კომპანიის, m2 უძრავი ქონების, მ2 კომერციული ქონებების ქონებების ფასიან ქაღალდებზე. სულ გაყიდულია 1 806 ფასიანი ქაღალდი.
ქართული საფონდო ბირჟის არალიკვიდურობიდან გამომდინარე ბაზრის გააქტიურების მიზეზების ამოხსნა ექსპერტებსაც უჭირთ, თუმცა არ გამორიცხავენ ორ ფაქტორს ერთი ემიტენტს ფინანსური რესურსი დაჭირდა, ან ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებს მართლაც ბევრი მყიდველი გამოუჩნდა.