თებერვალში წლიური ინფლაციის დონე 2,3% შეადგინა

თბილისი (BPI)  – თებერვალში წლიური ინფლაციის დონე 2,3%-ით განისაზღვრა.

“საქსტატის” მონაცემებით, იანვართან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3% შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 6.7%-ით, რაც 0.47%-ული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (13%); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.6%-იანი კლება, რაც -0.16%-ული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები შემცირდა როგორც ტანსაცმლის (-4.%), ისე ფეხსაცმლის (-4.8%) ქვეჯგუფებზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 16.1%-ით, რაც 1.06%-ული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (32.7 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.9%-ული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (12.%), პური და პურპროდუქტები (10.2%), ბოსტნეული და ბაღჩეული %), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.3%), ასევე მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.5%). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-23.6%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-3.4%); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.4%-ით, რაც 0.29%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.8%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4.1%) და საავადმყოფოების მომსახურება (1.4%); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2%-იანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.25%-ული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.4%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.2%).

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …