თბილისში 22 000 დაავადებული ხის მოჭრაა დაგეგმილი

თბილისი (BPI) – თბილისი, ნელ-ნელა ნაცრისფერი ხდება. ასეთი ტემპით, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები გადააჭარბებს ხეების რაოდენობას. 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიუტის კვლევის მიხედვით, 2011-დან, 2016 წლის აგვისტოს ჩათვლით, თბილისის მერიამ 1700-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსისა და მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის ნებართვა გასცა, ამ მშენებლობებისთვის კი 2013 წლიდან 2016 წლის აგვისტომდე 3500-ზე მეტი ხე მოიჭრა. მათგან მერიის ინფორმაციით, დაავადებული იყო 827 ხე. 

კანონმდებლობით, თბილისსა და მის შემოგარენში მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვისთვის სხვადასხვა თანხაა გადასახდელი იმის მიხედვით, თუ რა და რა ასაკის მცენარე მოიჭრა. ხეების თვითნებურად მოჭრა კი ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. ზოგიერთი სამშენებლო კომპანიის მფლობელი ამასაც კი აპროტესტებს, მაგალითამ m2- ის დირექტორი, რომელიც ითხოვს დაზიანებული ხეების მოჭრისთვის გადასახადი გაუქმდეს. 

კანონმა არა მხოლოდ ხეების ჭრა უნდა დაარეგულიროს, არამედ უკეთ უნდა აღწეროს სამშენებლო კომპანიების მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი.

კანონმდებლობის ნაკლოვანებები განსაკუთრებით თბილისშია თვალსაჩინო, რადგან მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ამასთან დაკავშირებით – ხე ნამდვილად მოსაჭრელია დაავადების გამო თუ არა. ამა თუ იმ მშენებლობამ თუ სხვა პროექტმა შეიძლება გარემოს ძლიერი ზიანი მიაყენოს იმის მიუხედავად, იქ ხე მანამდე იყო თუ არა ან, ზოგადად, მშენებლობისთვის მოჭრილი ხე დაზიანებული იყო თუ არა.

თბილისში ერთ ადამიანზე 3 კვ.მ. მწვანე საფარი მოდის. ეს რიცხვი 40 წლის წინ 13 კვ.მ. იყო. მიზეზი მშენებლობების გარდა საფარის მოვლის არამიზნობრივი პოლიტიკიაა. 2016-2018 წლებში თბილისში გახმა და სანიტარული მიზნით მოიჭრა 82,449 ძირი ხე. ამჟამად ქალაქის ტერიტორიაზე დაზიანებულია 22 ათასი ხე, აქედან კი მოსაჭრელად მონიშნულია 20 ათასი. 

ამ დროს, მერია გაჩეხვას გადარჩენილ ხეებს ეფექტიანად ვერ უვლის, არ აქვს წამლობის გრძელვადიანი სტრატეგია და არ ასრულებს მკვლევარების მიერ მიცემულ რეკომენდაციებს:

ifact.ge-ს მონაცემებით, მიუხედავად სპეციალისტების რეკომენდაციებისა, ბოლო 3 წლის განმავლობაში მერიას ხეების წამლობა არასდროს დაუწყია თავის დროზე. პროცესი ყოველთვის 3-4 თვით იგვიანებს. ამ პერიოდში კი მავნებლები მრავლდებიან და კიდევ მეტ ზიანს აყენებენ მცენარეს; 2013-2015 წლებში ქართველი და უცხოელი ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით თბილისის შემოგარენის ფიჭვების კვლევისას დაფიქსირდა შემდეგი მავნებლები: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები, ხარაბუზები  აგრეთვე დაავადების გამომწვევი სოკოები რომელთაც დააჩქარეს დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი.

წამლობის მეთოდი, რომელსაც კონტრაქტორი კომპანიები ხეების დაავადებების სამკურნალოდ იყენებდნენ, ნაკლებ ეფექტიანია;

კონტრაქტორი კომპანიები, მერიის დავალებით, ამცირებდნენ ხეების შეწამვლის ჯერადობას. მაგალითად, თუ ერთსა და იმავე ადგილზე ხეები უნდა შეეწამლათ წლის განმავლობაში სამჯერ, ისინი წამლავდნენ ორჯერ და დანარჩენ რესურსს სხვა ადგილებს ახმარდნენ. 

წამლობის პროცესი ფიტოსანიტარული კვლევით იწყება. მერია ქირაობს კომპანიას, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე დაავადებული ხეების მდგომარეობას ჯერ ამოწმებს, შემდეგ კი მკურნალობის მეთოდის შესახებ აძლევს მერიას რჩევას. რჩევები დეტალურია: რა სჭირს მცენარეს, რომელი წამალია საჭირო, როდის და რამდენჯერ უნდა მიიღოს მცენარემ ეს წამალი.

ფიტოსანიტარული კვლევის მომზადების შემდეგ მერია ტენდერს შემწამვლელი კომპანიის გამოსავლენად აცხადებს.

დარგის სპეციალისტების რეკომენდაციების მიუხედავად, ბოლო სამი წლის განმავლობაში წამლობა ადრეულ გაზაფხულზე არც ერთხელ არ დაუწყიათ.

მარინე სუჯაშვილი – საქართველოს დამსახურებული მეტყევე. 

მარინე სუჯაშვილი -სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შეეცადა უკეთესად აეხსნა, რა რესურსი, დრო და მეთოდები სჭირდება ხის დარგვას, აღდგენას და გამრავლებას.  

 „ტყის აღდგენა ხდება ორი გზით: ტყის გაშენებით და ტყის აღდგენით. განსხვავება ამათ შორის არის ის, რომ იქ სადაც არასოდეს ყოფილა ტყე ხდება ხელოვნურად გაშენება, თუ რა თქმა უნდა ნიადაგი გვაძლევს საშუალებას. საბედნიეროდ, ასეთი ადგილი ბევრია საქართველოში. რაც შეეხება ტყის აღდგენას, ეს შეიძლება იყოს ნახანძრალები, მეჩხერი ტყეები, რომლის  შესწავლის შემდეგაც ვახდენთ აღდგენას. მას შემდეგ რაც, შეირჩევა ადგილი, საჭიროების სემთხვევაში ვახდენთ დეგრადირებული ნიადაგის „აჩიჩქვნას“, რის შემდეგაც ძალიან კარგად ხდება თესლის აღმოცენება და ზრდა. ტყეში შეიძლება დაირგოს განსაძღვრული ხნოვანების ხეები, როგორიც არის წიწვოვანი 2-3 წლიანი. რაც უფრო პატარაა ნერგი,უფრო ადვილად ადაპტირდება ნიადაგთან. რაც შეეხება ფოთლოვანებს, 2-5 წლამდე. 

როგორ უნდა დავრგოთ ხე: ორმოს ამოღების დროს, ზედა ფენა უნდა დავდოთ ერთ მხარეს, შიდა ფენა მეორე მხარეს. როდესაც ნერგს მოვათავსებთ ორმოში, ჯერ უნდა დაეყაროს პირველად ამოღებული და შემდგომ უკვე სიღრმიდან ამოღებული მიწა. კარგად უნდა მიიტკეპნოოს ზედაპირი, რომ ჰაერი ვერ მოხვდეს ფესვებში და ლპოპა არ დაიწყოს. 5 წლის განმავლობაში ვუვლით ნერგებს. პირველ წელს 5-ჯერ, 2 წელს 4-ჯერ, მეექვსე წელს უკვე აღარ სჭირდება. ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ საკმაოდ დიდი რესურსი და შრომა იდება, იმისათვის რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი გვქონეს, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. თუნდაც ის, რომ დაავადებული ხეების რაოდენობა შემცირდეს, რასაც სწორი დიაგნოზი და მოვლა სჭირდება, რაც მხოლოდ დარგის სპეციალისტებს შეუძლიათ. ვფიქრობ, ტენდერის გამოცხადებისას სწორედ ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება და პრიორიტეტად ჩაითვალოს. 

მაკა ქოჩლაძე, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …