თბილისში უროლოგთა  პირველი რეგიონული კონგრესი გაიმართა

თბილისი (BPI) – თბილისში, ევროპის უროლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და კავკასია -ცენტრალური აზიის ქვეყნების უროლოგთა  პირველი რეგიონული კონგრესი გაიმართა.

წელს პირველად,  საქართველოს უროლოგთა ასოციაციამ  კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონის 8 ქვეყნის ერთობლივ სამეცნიერო კონგრესს უმასპინძლა. 8 მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენლების გარდა 2 დღიანი ღონისძიებას  ევროპის წამყვანი სპეციალისტებიც ესტუმრნენ: ჰოლანდიიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან..

ღონისძიება  საქართველოში სამეცნიერო და სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ისევე როგორც საქართველოს, როგორც ლიდერის როლის წარმოჩენას რეგიონში. იგი   უპრეცედენტო რაოდენობის დელეგატებს მოიცავს. კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია 8 მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელთათვის იმ სამედიცინო სერვისებისა და ტურისტული პოტენციალის გაცნობა-შეთავაზება, რომელიც დღეისათვის კავკასია ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის სწორედ საქართველოშია გამორჩეულად განვითარებული.

კონგრესი დიდ საგანმანათლებლო მნიშვნელობას ატარებს  ქართველი ექიმებისთვისაც. მის ფარგლებში,   ე.წ. „ცოცხალი ქირურგიის“ სესია ჩატარდა, რომლის დროსაც, ევროპელი უროლოგებმა გერმანიიდან, ესპანეთიდან და სამერძნეთიდან, თბილისი ორ სამედიცინო დაწესებულებაში ურთულეს ქირურგიული ოპერაციები შეასრულეს „ლაივ რეჟიმში“.  დელეგატებს საშუალება ჰქონდათ თვალყური ედევნებინათ ყველაზე თანამედროვე ოპერაციულ ტექნიკებისათვის და შეკითხვები დაესვათ ოპერაციების მსვლელობისას.

საქართველოს უროლოგთა ასოციაციისა და ევროპის უროლოგთა საბჭოს ინიციატივით რეგიონალური კონგრესი ქართული უროლოგიური სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოსს ლავრენტი მანაგაძის ხსოვნას მიეძღვნა.

 

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიო კონკურენციის დღე საქართველოშიც აღინიშნა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება, რომელიც წელს „კონკურენციის პოლიტიკა …