თბილისი (GBC) – სურსათის ეროვნული სამსახური წყლის ლაბორატორიულ კვლევებზე ინფორმაციას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხის სტანდარტთან შესაბამისია და დარღვევები არ ფიქსირდება. შეუსაბამობის შემთხვევების უმრავლესობა, ძირითადად, სოფლის მცირემასშტაბიანი წყალსადენების მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დარღვევასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან მოსახლეობის მომარაგება მცირე ინფრასტრუქტურული წყაროებიდან ხდება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ პასუხობს ტექნიკურ მოთხოვნებს. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა. თუმცა წყლის კვლების დროს აღმოჩენილი დარღვევები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
გაუმჯობესებულია სიტუაცია დიდ ქალაქებში – ქუთაისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში. გამოწვევად რჩება მრავალი წლის განმავლობაში დაგროვილი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესება რეგიონებში. სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგების ანალიზით,
სეს-ის განცხადებაში მითითებულია, რომ წყლის ხარისხი განსაკუთრებულ პრიორიტეტადაა გამოცხადებული და პრემიერ-მინისტრის მიერ კონტროლზეა აყვანილი.