თბილისსა და სეულს შორის წელს 7 პირდაპირი რეისი შესრულდება

თბილისი (BPI) – თბილისსა და სეულს შორის 7 პირდაპირი ჩარტერული რეისი განხორციელდება.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას კორეაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულების დეტალებზე ისაუბრეს.

„კარგია, როდესაც ქვეყნებს შორის ჩარტერული რეისები სრულდება, მაგრამ რეგულარული რეისების ამოქმედება არა მხოლოდ გაზრდის კორეელი ტურისტების რიცხვს საქართველოში, არამედ ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საქმიან წრეებს სამომავლო თანამშრომლობაში. პირდაპირი ავიარეისების განხორციელება კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს ცნობადობას მსოფლიოს ამ ნაწილში და დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო გაძლიერებაში“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისივე თქმით, 2018 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი კორეელი ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებეთან შედარებით 112%-ით არის გაზრდილი, 2019 წლის იანვარში მაჩვენებელი 27%-ით არის გაზრდილი.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …