თბილისი (BPI) – იანვარ-ივნისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად პირდაპირ მიმართულებად მოსკოვი სახელდება. როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია “ტავ ჯორჯიაში” განუცხადეს, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება მოსკოვი იყო, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან კი – თელ ავივი.
“ტავ ჯორჯიას” მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნადი პირდაპირი მიმართულებების TOP-5 ასე გამოიყურება:
1- მოსკოვი;
2- სტამბოლი;
3- კიევი;
4- დუბაი;
5- სანტ-პეტერბურგი.
რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად TOP-5 მიმართულებას ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, “ტავ ჯორჯიას” მიერ მოწოდებული მაჩვენებლები ასეთია:
1- თელ ავივი;
2- მოსკოვი;
3- სტამბოლი;
4- კიევი;
5- მინსკი.