ზაფხულში S7 Airlines-ი ნოვოსიბირსკი-ბათუმის მიმართულებით იფრენს

თბილისი (BPI) – ზაფხულის ტურისტულ სეზონზე რუსული ავიაკომპანია S7 Airlines-ინოვოსიბირსკი-ბათუმის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას. S7 Airlines-მააღნიშნულ მიმართულებაზე ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო

ავიაკომპანიის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ნოვოსიბირსკის აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით პირველი, რეგულარული პირდაპირი ავიარეისი 5 ივნისს განხორციელდება. აღნიშნულ მარშრუტზე  S7 Airlines-ი რეისებს Airbus a320 neo-ს მეშვეობით განახორციელებს, ხოლო ფრენის ხანგრძლივობა 5 საათამდე იქნება.

აღსანიშნავია, რომ S7 Airlines-ს ნოვოსიბირსკი-თბილისის მარშრუტზე ოპერირების გამოცდილება უკვე აქვს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, ფერმერებსა და ჰიდროელექტროსადგურების წარმომადგენლებს რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის …