ზარზმასთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

თბილისი (BPI) – ზარზმის სამონასტრო კომპლექსზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდება და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

პროექტს მსოფლიო ბანკი 2,5 მლნ ლარით დააფინანსებს.

პროექტი ითვალისიწნერს ორ სართულიანი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას, შენობის კერძო საკუთრებაში არსებული ღობეებისა და ფასადების რეაბილიტაციას, ზარზმის მონასტრის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციას, თამარის წყაროს აღდგენას. ასევე მოეწყობა ავტოსადგომის და რეაბილიტაცია ჩაუტარდება თამარის წყარომდე მისასვლელ ბილიკს.

ზარზმის მონასტერი არის შუასაუკუნეების ორთოდოქსული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდებარეობს სოფელ ზარზმაში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხიდან 30 კმ-შ.

შემთხვევითი სიახლე

ხვალ სემეკი 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – რაზე გამახვილდება ყურადღება?

11 ივლისს, 11:00 საათზე, „ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. N20, თბილისი) გაიმართება …