თბილისი (BPI) – “ვისოლ ჯგუფი” კომპანია “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გაყიდვას უარყოფს და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ
საშუალო ვადიან პერსპექტივაში ჯგუფის ბიზნესის გამსხვილებას გეგმავს.
“ბოლო დღეებში, ჩვენს ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვაცხადებთ შემდეგს: სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის ნავთობპროდუქტების საცალო ბაზრის ლიდერი და ამ პოზიციას კომპანია უკვე წლებია ინარჩუნებს. ამასთან, არ ვადასტურებთ გავრცელებული ინფორმაციის იმ ნაწილს, რომ სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ იყიდება. უფრო მეტიც, ვაცხადებთ, რომ ამ ინდუსტრიიდან გასვლას არ ვაპირებთ და საშუალო ვადიან პერსპექტივაში ჩვენი ჯგუფის ინტერესია ბიზნესის გამსხვილება, რის გამოც, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ ბაზარზე მოქმედ პატარა თუ მსხვილ სუბიექტებთან გაერთიანებას, რაც არის ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისა და წარმოების ჩვეულებრივი პრაქტიკა.
და ბოლოს, ჩვენი ჯგუფი ყოველთვის იყო ღია და გამჭვირვალე საზოგადოებასთან კომუნიკაციაში და ამა თუ იმ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეების არსებობის შემთხვევაში ჩვენვე ჩავაყენებთ საზოგადოებას საქმის კურსში”, – .