თბილისი (BPI) – რას გულისხმობს ორმაგი ხედვის ვიდეო რეჟიმი
ორმაგი ხედვის ვიდეო გადაღება არის ინოვაციური შესაძლებლობა სმარტფონის მომხმარებელთათვის. ორი ძირითადი კამერის ერთდროული მუშაობა, ორი სხვადასხვა ხედვის გამოსახულების, ერთ ვიდეოში მოქცევის საშუალებას გაძლევთ.
მარტივად რომ ვთქვათ ორმაგი ხედვის ვიდეო გადაღებისას სმარტფონის ეკრანზე იღებთ ორ გამოსახულებას: ერთ ნაწილში მოცემულია იმ მოვლენის სრული კადრი რომელსაც იღებთ, ხოლო მეორე ნაწილზე, პარალელურ რეჟიმში შეგიძლიათ მოაახლოვოთ ამ მოვლენის რომელიმე კონკრეტული მონაწილე ან დეტალი. ამ დროს რა თქმა უნდა, გადაღება არ ჩერდება და მიმდინარეობს უწყვეტად.
როგორ ჩავრთოთ ორმაგი ვიდეო გადაღების რეჟიმი
ორმაგი ხედვის ვიდეო გადაღების ფუნქციის ჩართვამდე, ჩვეულებრივად ვხსნით კამერას და ჩამოთვლილ რეჟიმებს შორის ვეძებთ ღილაკს – „მეტი“ (more), შემდეგ კი ვირჩევთ „ორმაგ ხედვას“ (Dual view). რეჟიმის ჩართვის შემდეგ კი ჩვეულებრივად ვიწყებთ ვიდეოს გადაღებას, თუმცა გამოსახულება ეკრანზე უკვე არა ჩვეულებრივად, არამედ ორი სახით უნდა გამოგვიჩნდეს – სრული და ახლო ხედით. აი ასე მარტივად შეძლებთ დაინახოთ მოვლენები სხვადასხვა მხრიდან.
ვისთვის არის ხელმისაწვდომი ვიდეოგადაღების ინოვაციური რეჟიმი
ორმაგი ხედვის ვიდეოგადაღების ფუქნცია, საქართველოში დღეიდან ყველა იმ მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომია, ვინც ფლობს HUAWEI P30 სერიის სმარტფონს – HUAWEI P30-ს ან/და HUAWEI P30 Pro-ს.
შეგახსენებთ, რომ კომპანია HUAWEI-მ მომხმარებლებს, ახალი P30 სერიის სმარტფონები პარიზში, 26 მარტს გამართულ ღონისძიებაზე წარუდგინა. სრულიად განახლებული, მძლავრი და ულტრა მგრძნობიარე კამერათა სისტემით, HUAWEI P30 და HUAWEI P30 Pro რადიკალურად ცვლის ფოტოგრაფიის წესებს. HUAWEI P30 სერიაში, ტრადიციულად, ლეიკასთან ერთად შექმნილი კამერათა სისტემა გვხვდება, რომელიც უახლესი სენსორებისა და გამოსახულების ავტომატურ რეჟიმში დამუშავების ტექნოლოგიით, პროფესიონალური გადაღების შესაძლებლობებს გვთავაზობს.