ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშა

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად პაპუნა ლეჟავა დაინიშა. 

2018 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა 7 წლის ვადით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პაპუნა ლეჟავა აირჩია.

ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტებს – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო.

პაპუნა ლეჟავა 2015 წლიდან მუშაობდა ვაშინგტონში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში; 2013-2015 წლებში იყო მსოფლიო ბანკის ჯგუფის, აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი; 2010-2013 წლებში საქართველოს ეროვნულ ბანკში სხვადასხვა პოზიციებს იკავებდა.

შემთხვევითი სიახლე

ხვალ სემეკი 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – რაზე გამახვილდება ყურადღება?

11 ივლისს, 11:00 საათზე, „ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. N20, თბილისი) გაიმართება …