თბილისი (BPI) – არბიტრაჟის მიმართულებით რეგიონში არსებული გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები იყო მთავარი თემა ერევანში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც საარბიტრაჟო პრაქტიკას მიეძღვნა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა (GIAC) EY (Ernst & Young) საქართველოსა და EY (Ernst & Young)სომხეთთან თანამშრომლობითგამართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ბიზნესის წარმომადგენლებმა, ასევე პრაქტიკოსმაიურისტებმა, პოტენციურმაარბიტრებმა და დარგის ექსპერტებმა. ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა, აუდიტორიას ასევე მიმართეს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გენერალურმამდივანმადა EY-ის წარმომადგენელებმა.
“დისკუსია გაიმართა ორ ქვეყანაში არსებულ საარბიტრაჟო პრაქტიკის შესახებ და ჩვენ საშუალება გვქონდა გამოცდილება გაგვეზიარებინა ჩვენი კოლეგებისთვის სომხეთიდან. გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რა კუთხითაც სამომავლოდ შეიძლება განხორციელდეს ერთობლივი პროექტები. უნდა აღინიშნოს, რომ დიდი დაინტერესება გამოითქვა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის, როგორც საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტის მიმართ დავების გადაწყვეტის საშუალებად გამოყენების კუთხით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მსოფლიო დონის ექსპერტებთან, იურიდიულ ფირმებთან და საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან, რაც დამატებით სანდოობას სძენს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს მეზობელი ქვეყნის ბიზნეს-წრეებში“ – განაცხადა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ ღონისძიების დასრულების შემდეგ.
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისუმთავრეს მიზანს საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარება და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბება წარმოადგენს.