ევროპულ აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდით ქუთაისი კვლავ ლიდერთა შორისაა

თბილისი (BPI) – ACI EUROPE-ის მონაცემებით, ევროპულ აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადისზრდით ქუთაისი კვლავ ლიდერთა შორისაა. საუბარია აეროპორტებზე, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი 5 მილიონ მგზავრზე ნაკლებია.

იანვარ-მარტში, წინა წლის ანალიგიურ პერიოდთან შედარებით, ქუთაის საერთაშორისო აეროპორტში ზრდა 101 პროცენტს შეადგენს, რაც მხოლოდ იტალიურ ტარანტოზე (152.5%) ნაკლებია.

მარტის თვეში კი ქუთაისის აეროპორტში მგზავრების რაოდენობის ზრდა 82.8 პროცენტს შეადგენს, რაც მეოთხე შედეგია.

ACI EUROPE-ის პრესრელიზში საუბარია საქართველოს აეროპორტებში წელს დაფიქსირებულ ორნიშნა ზრდაზე, ასევე მითითებულია თბილისის აეროპორტში პირველ კვარტალში დაფიქსირებული მგზავრთნაკადის 11.2-პროცენტიანი ზრდა.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …