თბილისი (BPI) – ევროპულ აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდით კვლავ ქუთაისი და ბათუმი ლიდერობენ.
აეროპორტთა საერთაშორისო საბჭომ (ACI Europe) ამჯერად მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემები გამოაქვეყნა. ქუთაისი პირველ ადგილზეა 111.3-პროცენტიანი ზრდით, ბათუმი კი მეორეზე – 87.3-პროცენტიანი ზრდით.
საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში 5 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.
პრესრელიზშია მითითებულია მონაცემები თბილისის საერთაშორისო აეროპორტზეც, სადაც ზრდამ თებერვალში 13.1 პროცენტი შეადგინა. ასევე, საუბარია საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირებულ ორნიშნა ზრდაზე. ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები მგზავრთნაკადის ზრდის ლიდერთა შორის ბოლო თვეებში რეგულარულად ხვდებიან.