ევროპის ყველაზე მონახულებადი ქალაქების TOP-10

თბილისი (BPI) – ევროპის ყველაზე მონახულებადი 10 ქალაქიდან საქართველოს 8 ქალაქთან პირდაპირი ფრენები უკვე აქვს, ხოლო მეცხრე ქალაქთან (ვენეცია) პირდაპირი ავიამიმოსვლა 2020 წლის ივნისიდან დაიწყება.

ევროპაში ყველაზე მონახულებად ქალაქად ლონდონი დასახელდა. თავად ლონდონში კი ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობად კი ბიგ-ბენი, “ლონდონის თვალი” და ბაკინგემის სასახლეა მიჩნეული. ევროპის ყველაზე მონახულებადი ქალაქების TOP-10-ში მეორე ადგილზე პარიზია.

ტურისტული გამოცემა Big 7 Travel-ის ვერსიით, ევროპის ყველაზე მონახულებადი ქალაქების TOP-10 ასე გამოიყურება:

1. ლონდონი, ინგლისი – 19 827,8 მლნ ტურისტი წელიწადში.
2. პარიზი, საფრანგეთი – 15 834,2 მლნ ტურისტი წელიწადში.
3. რომი, იტალია – 9 531,6 მლნ ტურისტი წელიწადში.
4. პრაღა, ჩეხეთი – 8 806,7 მლნ ტურისტი წელიწადში.
5. ამსტერდამი, ნიდერლანდები – 7848,0 მლნ ტურისტი წელიწადში.
6. ბარსელონა, ესპანეთი – 6530,1 მლნ ტურისტი წელიწადში.
7. მილანი, იტალია – 6 347,9  მლნ ტურისტი წელიწადში.
8. ვენა, ავსტრია – 6067,1 მლნ ტურისტი წელიწადში.
9. ვენეცია, იტალია – 5 316,4  მლნ ტურისტი წელიწადში.
10.მადრიდი, ესპანეთი – 5275,2 მლნ ტურისტი წელიწადში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …