თბილისი (BPI) – საქართველოში ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი სტუმრობს. მან “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორთან, გიორგი ჩოგოვაძესთან გამართულ შეხვედრაზე ავიაციისა და ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილა.
ჩოგოვაძემ ჰოლოლეის ის პროგრესი და განვითარების გეგმები გააცნო, რომლებიც საქართველოს აეროპორტების გამტარუნარიანობის ზრდისა და ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის მიმართულებით არსებობს.
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორის განცხადებით, გასულ წელს, საქართველოში ავიაციის სფეროში მნიშვნელოვანი ზრდაა. ჰენრიკ ჰოლოლეიმ აღნიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი აეროპორტია.
“ავიაციის მიმართულებით გასული წელი საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული იყო. მგზავრთნაკადი ქვეყნის აეროპორტებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვითარდება თბილისის აეროპორტი. აქტიური სამუშაოები მიდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის, რომელიც ერთ-ერთი სწრაფად მზარდი აეროპორტია და მგავრთნაკადის საგრძნობი ზრდა ფიქსირდება. ვისაუბრეთ, ასევე ახალი ავიაკომპანიების მოზიდვაზე. რადგან სწორედ აეროპორტები იზიდავენ ავიაკომპანიებს და საშუალებას აძლევენ მგზავრებს იმოგზაურონ სხვადახვა ქვეყნებში. რაც თავის მხრივ საქარველოში მეტი ტურისტის მოზიდვის საშუალებას იძლევა“,-‘’განაცხადა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.
ჰენრიკ ჰოლოლეის სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიასა და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებთან.