ევრაზიის სტარტაპ ჯილდოს საქართველო შეუერთდა

თბილისი (BPI) – ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიების, ევრაზიის სტარტაპ ჯილდოს მისაღებად სტარტაპების რეგისტრაცია დღეს იწყება!

მსურველებს დღეიდან 21 ივლისამდე აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ სტარტაპი საქართველოდან 19 კატეგორიაში.

ნაციონალურ დონეზე გამარჯვებულები სექტემბერში გამოვლინდებიან და შეძლებენ რეგიონალურ ფინალურ ღონისძიებაზე დასწრებას. უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი,სომხეთი, რუსეთის ფედერაცია, აზერბაიჯანი , ბელარუსია და ახლა უკვე საქართველო საერთაშორისო ეკოსისტემის ბაზარს საკუთარ სტარტაპებს გააცნობს.

თბილისის ბიზნეს აქსელერატორი სპარკი კრეატიული განვითარების ცენტრთან ერთად კონკურსის, „ევრაზიის სტარტაპ ჯილდოს“ პარტნიორი გახდა. საერთაშორისო კონკურსი 18 ნომინაციას მოიცავს და 300 მილიონიან სწრაფად განვითარებად ახალი ეკოსისტემის ბაზარს ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე ფარავს. კონკურსში მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა აქვთ გაიცნონ საერთაშორისო დონის პარტნიორები, ინვესტორები, ექსპერტები, ინკუბატორები, აქსელერატორები. კონკურსის მიზანია დაეხმაროს ბიზნესებს და სხვადასხვა კორპორაციის წარმომადგენლებს გლობალურ პლათფორმაზე აღმოაჩინონ ინოვაციური სტარტაპების ახალი თაობა. ნომინაციების ეტაპის გავლის შემდეგ, სტარტაპები ჩაერთვებიან ონლაინ შეჯიბრში. თითოეულ კატეგორიაში საუკეთესოებს შეარჩევენ ადგილობრივი ეკოსისტემის ექსპერტები და მათ რეგიონულ შეჯიბრზე წარადგენენ .

გლობალურ, ფინალურ ღონისძიებაზე კი ერთმანეთს ყველაზე ინოვაციური კომპანიები შეეჯიბრებიან. ამ ეტაპზე ევრაზიის სტარტაპ ჯილდოს გუნდი ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად აკომპლექტებს ჟიურისა და ბრენდ ამბასადორებს, რომლებიც საქართველიდან ნომინირებულ სტარტაპებს გლობალურ შეჯიბრში წარადგენენ.

პროექტის ვებგვერდი: www.euroasianstartupawards.com

ნომინაციების პლატფორმა: http://bit.ly/2YCmWIw

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …