“დორანი ფერმა” HACCP-ის გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატის აღებას გეგმავს

თბილისი (BPI) – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა „დორანი ფერმა“ გაიხსნა. ფერმა სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,705,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 1,336,500 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დანარჩენი თანხა ბენეფიციარის ინვესტიცია.

ფერმა დღეში 1,5 ტონა რძეს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. „დორანი ფერმა“-ში მუდმივად 11 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად ემატება 8 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს HACCP-ის გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატი აიღოს.

შემთხვევითი სიახლე

ხვალ სემეკი 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – რაზე გამახვილდება ყურადღება?

11 ივლისს, 11:00 საათზე, „ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. N20, თბილისი) გაიმართება …