თბილისი (BPI) – ამბობენ, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ მოზარდები ეზოდან სახლში, მათსავე კომპიუტერებთან ამოიყვანა, თუმცა მიმზიდველი ინფრასტუქტურა და კეთილმოწყობილი სპორტული მოედნები ყოველთვის იპყროს ბავშვების ყურადღებას.
სწორად სპორტული და ჯანსაღი ცხორების წესის პოპულარიზაციის მიზნით, დირსის საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების ღია საკალათბურთო მოედანი მოეწყო. მოედანზე შესაძლებელი იქნება როგორც მოზარდების სპორტული გადამზადება, ისე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებისა და ჩემპიონატის ჩატარება.
დირსის გენერალური დირექტორის ბესო ჯიქურაულის თქმით, კომპანიის უშუალო პასუხისმგებლობის მთავარი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ჯანსაღ ცხოვრებას, ამისთვის მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელსაც დაემატა საერთაშორისო სტანდარტების ქუჩის კალათბურთის მოედანი. “აქ ჩავატარებთ ბევრ ტურნირს, მოვიწვევთ ცნობილ კალათბურთელებსაც.”
საზეიმო გახსნა ევროკავშირის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის პროგრამის “დაიბრუნე შენი ქუჩები’’ ფარგლებში გაიმართა. ღონისძიება დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის, კორპორატიული სპორტის ფედერაციისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. მოეწყო ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და მოყვარული სპორტსმენების მონაწილეობით სპორტული, სახალისო თამაშები მოეწყო.
საერთაშორისო სტანდარტების კალათბურთის მოედანი, როგორც დირსის მაცხოვრებლებს, ისე მოსულ სტუმრებსაც უმასპინძლებს.
“მიყვარს კალათბურთი და ვარჯიშის შემდგომ ჩემს მეზობელ ბავშვებთან, გუნდის წევრებთან ან კლასელებთან ერთად სულ ეზოში ჩამოვდივარ- შაბათ-კვირას განსაკუთრებით. კალათბურთის სტადიონი რომ არ იყო მინდორზე თამაში გვიჭირდა, ახლა კი უფრო მეტი შემართებით ვითამაშებთ, უფრო გავერთობით”, – ამბობს “დირსის’’ ერთ-ერთი მაცხოვრებელი ირაკლი სულამანიძე
“დირსის” არჩევანი ჯანსაღი ცხოვრების წესია. 47 ჰექტარზე გადაჭიმული მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურა და ღია სივრცეებია მოწყობილი. მიზანი მოსახლეობის ფიზიკური აქტივობების წახალისება და ხელშეწყობაა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ღია საკალათბურთო მოედნის გახსნა მუსიკითა და ფეიერვერკით დაიხურა.
ნინი ტყებუჩავა, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი