დატოვებს თუ არა პოსტს დავით სერგეენკო

თბილისი (BPI) – პრემიერის გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პოსტს ოფიციალურად ხვალ დატოვებს, – იტყობინება bm.ge.

გამოცემა წერს, რომ პრემიერმა სერგეენკოს მოხსნის გადაწყვეტილება ქრონიკული დაავადებების პროგრამის განხორციელების დაბალი ეფექტურობის გამო მიიღო. კერძოდ, პროგრამა ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხების ათვისების დაბალი ტემპებით ხასიათდება. 

აღსანიშნავია, რომ დავით სერგეენკო მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრება. სხდომათა დარბაზში შესვლამდე მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

შემთხვევითი სიახლე

ხვალ სემეკი 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – რაზე გამახვილდება ყურადღება?

11 ივლისს, 11:00 საათზე, „ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. N20, თბილისი) გაიმართება …