თბილისი (BPI) – თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით გალერია თბილისში საერთაშორისო სტანდარტების 78 ნომრიანი სასტუმროს გახსნის. სასტუმრო საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი.
საქართველოს მასშტაბით ეს იქნება პირველი სასტუმრო რომელიც სავაჭრო ცენტრში იქნება ინტეგრირებული და სოციალურად აქტიურ სტუმრებს ხელს შეუწყობს დაგეგმონ და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს და ტურისტული ვიზიტები.
„ჩვენ მიზნად დავისახეთ, ქალაქის ცენტრში გაჩენილიყო ადგილი, სადაც ადამიანი შეძლებდა სასიამოვნო გარემოში ძალების სრულფასოვან აღდგენას. მომხმარებელს ვპირდებით დედაქალაქის ცხოვრებაში მონაწილეობის საინტერესო დასაწყისს და სრულ კომფორტს. “ – აცხადებს სასტუმრო „რადიუსი“-ს გენერალური დორექტორი ელენე შარიქაძე.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „რადიუსი“ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი პროექტია ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. 2019 წლის მაისის თვის მდგომარეობით საქართველოს თანაინვესტირების ფონდი 2.2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებს ახორციელებს.