გადამხდელთა კავშირი: ლარის კურსის რყევა რისკებს ქმნის სახელმწიფო შესყიდვებში

თბილისი (BPI) – გადამხდელთა კავშირი ლარის კურსის რყევის შედეგად რისკები წარმოშვა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის რისკების წარმოშობაზე მიათითებს.

კავშირის ცნობით, კომპანიებს, რომლებსაც ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ ლარში, ხოლო პროდუქციის იმპორტს ახორციელებენ უცხოურ ვალუტაში. ჩვენი დაკვირვებით, მსგავს სიტუაციაში კომპანიები ზოგჯერ თავს იკავებენ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისგან, ვიდრე კურსი არ დასტაბილურდება. ეს ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფო შესყიდვებზე და ამცირებს კონკურენციას.

მოვუწოდებთ სახელმწიფო შემსყიდველებს გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოება და არ გამოიჩინონ ხისტი დამოკიდებულება მიმწოდებლების მიმართ. საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, რის უფლებასაც მათ არსებული კანონმდებლობა აძლევს. კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა შესაძლებელია ხელშეკრულების ღირებულების 10%–მდე ოდენობით.

თავის მხრივ, თუ მიმწოდებლებს, კურსის ცვლილების გამო, წარმოექმნათ მნიშვნელოვანი ოდენობის გაუთვალისწინებელი ხარჯი და რისი დასაბუთებაც შესაძლებელია დოკუმენტურად, მათ უფლება აქვთ მიმართონ შემსყიდველს ხელშეკრულების ღირებულების ცვლილების შესახებ.

▶გადასახადის გადამხდელთა კავშირი მზად არის კონსულტაცია გაუწიოს მიმწოდებელ კომპანიებს.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …