ბიზნეომბუდსმენი მზად არის შრომის ინსპექტირების პროცესში ბიზნესის უფლებები დაიცვას

თბილისი (BPI) – „თუ შრომის ინსპექტირების პროცესში იქნება გარკვეული შემთხვევები, ბიზნესის ჩაგვრის ან დაირღვევა მათი უფლებები ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, რომ ყველასთან ვიყოთ კომუნიკაციაში და შესაბამისად ვიმოქმედოთ” – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

ბიზნესომბუდსმენის თქმით, სექტემბერი არაა ის ვადა, როდესაც ყველაზე უნდა გავრცელდეს რეგულაცია და ამ ნაწილში შეიძლება კიდევ არსებობდეს გარკვეული გონივრული დრო.

“შეხვედრების ციკლი, რომელიც დაიწყო და ბიზნესთან კომუნიკაციას გულისხმობს, მთავარი მესიჯი არის ის, რომ აღსრულების ნაწილი ახლოვდება და პროცესში კომპანიებმა კანონის შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი საქმიანობა. ეს კომუნიკაცია არის ძალიან სწორი ფორმა ბიზნესთან ურთიერთობაში. თუ ამ ინსპექტირების პროცესში იქნება გარკვეული შემთხვევები, ბიზნესის ჩაგვრის ან დაირღვევა მათი უფლებები ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, რომ ყველასთან ვიყოთ კომუნიკაციაში და შესაბამისი მოქმედებებიც  გავაკეთოთ.  ვფიქრობ, არის რიგი საკითხები, რაზეც შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოზიციები.  მაგალითად, არის ის, რომ ამ ეტაპზე ინსპექტირება ეხებათ მომატებული საფრთხის მქონე კომპანიებს და სექტემბრიდან უნდა გავრცელდეს ყველაზე.  ვთვლით, რომ სექტემბერი არაა ის ვადა, როდესაც უნდა გავრცელდეს რეგულაცია ყველაზე და ამ ნაწილში შეიძლება კიდევ არსებობდეს გარკვეული გონივრული დრო. ასევე  ჩვენთან არის დასმული საკითხი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო ტენდერებში ისეთი მუხლის გაჩენას, რომელიც გარკვეულ ხარჯვის კომპონენტს გააჩენს შრომის  უსაფრთხოების მიმართულებით, რადგან ის რეგულაციები რომლებიც შემოვიდა, ყველა ბიზნესისთვის იწვევს დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობას. ანუ გაჩნდეს მუხლი, სადაც აღნიშული იქნება იმ ხარჯების შესახებ, რომელიც კომპანიებს სჭირდებათ შრომის უსაფრთხოების აღჭურვილობის, ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების მოწყობაში. ეს იმისთვის, რომ გამორიცხული იყოს კომპანიების მხრიდან ტენდერში მონაწილეობისას ეკონომია ასეთი დანახარჯების  ხარჯზე და ყველას ჰქონდეს თანაბარი პირობები. ამ საკითხებზე მუშაობას  ვაგრძელებთ. არის ერთ-ერთი საკითხიც, რომელიც უკავშირდება შრომის უსაფრთხოების მენეჯერის არსებობას კომპანიებში. არის გარკვეული ადამიანური რესურსი მომზადებული ამ კუთხით, თუმცა კომპანიები თვლიან, რომ ბაზარზე მიწოდება მეტი რაოდენობითაა საჭირო. რამდენადაც ცნობილია, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა სატრენინგო ცენტრები გამოთქვამენ მზაობას სურვილის შემთხვევაში გადაამზადონ შესაბამისი რაოდენობის შრომის ინსპექტორების სპეციალისტები, ანუ ეს მოგვარებადი პრობლემაა. ამ ეტაპზე კანონი მიღებულია, საჯარიმო სანქციები განსაზღვრულია,  მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაციის პროცესი”,- განაცხადა ლექვინაძემ.

ცნობისთვის, 2019 წლის 1-ელი ივლისიდან მუნიციპალიტეტები უწყებებთან ერთად კოორდინირებულად შრომის უსაფრთხოების მონიტორინგს განახორციელებენ.

მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან კი შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი გაფართოვდება და  ეკონომიკის ყველა სფეროზე გავრცელდება. შეხვედრას და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის და  საკრებულოს წევრები  ესწრებოდნენ.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …