თბილისი (BPI) – „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ქალაქში დაიწყო მონიტორინგის განხორციელება, რომლის მიზანია თვითნებურად დაკავებული პარკირების ადგილების ავტომანქანებისაგან გათავისუფლება.
კომერციული საქმიანობა პარკირების ადგილებში იკრძალება. დამრღვევი ფიზიკური პირი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება 100 ლარის, ხოლო იურიდიული პირი – 200 ლარის ოდენობით.
ავტომანქანები, რომელთა იდენტიფიკაცია ვერ მოხდება სარეგისტრაციო ნომრის არქონის გამო, გადაყვანილი იქნებიან საჯარიმო სადგომზე. შედეგად, იმ ავტომანქანების მფლობელებს, რომლებსაც გადახდილი აქვთ პარკირების საფასური, საშუალება ექნებათ სრულყოფილად ისარგებლონ მათთვის განკუთვნილი პარკირების ადგილებით.