აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში Fresenius უნივერსიტეტის ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა დაინერგება

თბილისი (BPI) – აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში Fresenius უნივერსიტეტის ციფრული მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა დაინერგება, სტუდენტები კი ორმაგ დიპლომს მიიღებენ, – შეთანხმება გერმანიაში, კიოლნში, Fresenius Ochschule University of Applied Scines-ის ოფიციალური მიწვევით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორის დავით ჩერქეზიშვილის და ვიცე-რექტორის შალვა მაჭავარიანის ვიზიტის ფარგლებში მოხდა.

კიოლნში ასევე გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ქართველი პედაგოგების გადამზადება, საქართველოში აკრედიტებული გერმანული კომპანიების ჩართულობით მოხდება. გარდა ამისა გერმანული მხარე, EEU-ს ბიბლიოთეკისთვის საჭირო ლიტერატურას გადასცემს და აღნიშნული პროგრამის აკრედიტაციის პროცესის გავლის მიზნით, სხვა ერთობლივად განსახორციელებელ საკითხებში ჩაერთვება.

ხელშეკრულების თანამხად ციფრული მენჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლებისას მაგისტრანტი ერთი სემეტრის განმავლობაში Fresenius-ის უნივერსიტეტში (კიოლნი) ისწავლის, დანარჩენი პერიოდი კი საქართველოში, სამაგისტრო თემის დაცვას შეეძლებს, როგორც გერმანიაში, ისე საქართველოში.

პროგრამას ერთობლივად ქართველი და გერმანელი პედაგოგები განახორციელებენ. ხელშეკრულებას ხელი Fresenius Ochschule University of Applied Scines-ის პრეზიდენტმა ტობიას ენგელსბენმა და EEU-ს რექტრომა დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს. Fresenius Ochschule University of Applied Scines არის გერმანიაში ყველაზე ძველი და პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი, სადაც 20000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს და ფლობს კამპუსებს კიოლნში, მიუნხენსა და ბერლინში. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გერმანული მხარის ვიზიტი და EEU-ს აკადემიურ პერსონალთან პირველი სამუშაო შეხვედრები გაიმართება 11-14 აპრილს არის დაგეგმილი.

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრა. ღონისძიების ფარგლებში …