აპრილში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა

თბილისი (BPI) – აპრილში ეკონომიკა 5,1%-ით გაიზარდა, ეკონომიკური ზრდის ტემპი მარტთან (6%) შედარებით შემცირებულია.

“საქსტატის” მონაცემებით, 2019 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.8%-ით განისაზღვრა.

2019 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, ტრანსპორტში, საფინანსო საქმიანობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა მშენებლობაში.

შემთხვევითი სიახლე

ხვალ სემეკი 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – რაზე გამახვილდება ყურადღება?

11 ივლისს, 11:00 საათზე, „ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (თელავის ქ. N20, თბილისი) გაიმართება …