ამბროლაურში FIFA-ს რეგულაციების შესაბამისი სტადიონი აშენდება

თბილისი (BPI) – ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სპორტული მოედნის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა მთავარი და დამხმარე მოედნები, ტრიბუნები, სპორტსმენებისთვის გასახდელები, საშხაპეები. ასევე გათვალისიწნებულია განათების, მისასვლელი გზისა და საპარკინგე ადგილების მოწყობა.

პროექტის განხორციელებაზე 627 774 ლარი დაიხარჯება.

სპორტული კომპლექსის მშენებლობა FIFA-ს რეგულაციების შესაბამისად ხორციელდება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

სემეკში მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა, ფერმერებსა და ჰიდროელექტროსადგურების წარმომადგენლებს რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის …