თბილისი (BPI) – აეროპორტების სასტუმროებს შორის საუკეთესოდ სინგაპურის ჩანგის აეროპორტში განთავსებული Aerotel Singapore დასახელდა. რეიტინგი, რომელიც ბრიტანულმა The Sun-მა შეადგინა, Aerotel Singapore-მ პირველი ადგილი ღია აუზის გამო მოიპოვა, რადგანაც Aerotel Singapore ერთადერთი ტრანზიტული სასტუმროა მსოფლიოს აეროპორტებს შორის, რომელსაც მსგავსი ინფრასტრუქტურა გააჩნია.
![](https://avianews.ge/wp-content/uploads/2019/05/1-3.jpg)
რეიტინგში მეორე ადგილზეა Radisson Blu Stansted, რომელიც ლონდონის სტანსტედისაეროპორტში მდებარეობს. სასტუმროს მთავარ ხიბლად ბარში დასაქმებული აკრობატი მიმტანები დასახელდნენ.
![](https://avianews.ge/wp-content/uploads/2019/05/2-2.jpg)
“შესანიშნავ სამეულშია” ასევე ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში განთავსებული TWA Hotel-ი. სასტუმროს ინტერიერი ვინტაჟურ სტილშია.
![](https://avianews.ge/wp-content/uploads/2019/05/3.jpg)
რეიტინგის მეოთხე ადგილზეა Fairmount Vancouver Airport Hotel-ი.
![](https://avianews.ge/wp-content/uploads/2019/05/4.jpg)
![](https://avianews.ge/wp-content/uploads/2019/05/4.jpg)
მეხუთეზე პოზიციაზეა – Hilton Munich Airport Hotel-ი.
![](https://avianews.ge/wp-content/uploads/2019/05/5.jpg)