აგროსექტორის ფინანსებთან წვდომა პრობლემაა – გამოწვევებს კობა გვენეტაძე გაეცნო

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აგროსეტორის წარმომადგენლებს ეროვნულ ბანკში უმასპინძლა.

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა კობა გვენეტაძეს სოფლის მეურნეობის სფეროში ფინანსური რესურსების წვდომასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

როგორც კობა გვენეტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

“ამ მხრივ აგრარულ სექტორს განსაკუთრებული როლი ეკისრება, ვინაიდან დარგის განვითარება, კონკრეტულად კი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ხელს უწყობს მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის ზრდას და, საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკის კეთილდღეობას. ჩვენ მოვუსმინეთ სექტორის წარმომადგენლებს იმ მიზნით, რომ უკეთ გაგვეგო, თუ რა აწუხებთ მათ, გავცვალეთ ინფორმაცია და დავპირდით, რომ ამ თემებს უფრო დეტალურად ფინანსურ სექტორთან ერთად გავივლით”,  –  განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

მსოფლიო კონკურენციის დღე საქართველოშიც აღინიშნა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მსოფლიო კონკურენციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება, რომელიც წელს „კონკურენციის პოლიტიკა …