ხალვაში ამბობს, რომ რუსთავი 2-ს გაკოტრებას გადაარჩენს

თბილისი (BPI) – “რუს­თა­ვი 2”-ის გახსვისებაზე დაწესებული ერთკვირიანი ვადა ისე ამოიწურა სატელევიზიო კომპანიის შეძენით არავინ დაინტერესებულა, ეს ქიბარ ხალვაშისთვის საფუძველი გახდა განცხადება გაევრცელებინა.

რუსთავი 2-ის მფლო­ბე­ლი ირწმუნება, რომ არჩევანის გაკეთება უწევს ან კომპანიის გადარჩენა ან გაკოტრების პროცესის დაწყებაა.

“ტე­ლე­კომ­პა­ნია, რო­მელ­საც ჰქონ­და ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყო­ფი­ლი­ყო გა­მარ­თუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რე­ა­ლუ­რად ფი­ნან­სუ­რი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დგას. რო­გორც იცით, მისი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა კრე­დი­ტო­რე­ბის წი­ნა­შე 70 მი­ლი­ონ ლარს აჭარ­ბებს. ცხა­დია, ამას აქვს თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი: მათ შო­რის, ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მიერ კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ მოქ­მე­დე­ბა, შე­მო­სავ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რი შემ­ცი­რე­ბა და ხარ­ჯე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი გაზ­რდა”.

ბიზნესმენი ამბობს, რომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „რუს­თა­ვი 2“ არ გა­კოტ­რდეს, რის­თვი­საც გა­მო­ვი­ყე­ნებ ყვე­ლა ჩემს რე­სურსს და შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

„რუს­თა­ვი 2“ უნდა გახ­დეს კო­მერ­ცი­უ­ლად გა­მარ­თუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა დამ­ძი­მე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სხვა სა­ხის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით და ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს არ გა­და­ა­ყო­ლებს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სებს.

მე მაქვს ბიზ­ნეს­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ვფიქ­რობ, რომ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, ვის­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ტე­რე­სე­ბი, გა­ვუმკლავ­დე­ბი ამ პრობ­ლე­მებს.

ამას­თან ერ­თად ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ მო­მი­წევს რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი კრე­დი­ტო­რებ­თან, რათა კომ­პა­ნი­ამ შეძ­ლოს გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა და კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლა. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა სირ­თუ­ლეს დავძლევთ.

ჩემს უპირ­ვე­ლეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბად ვთვლი, სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია ჩად­გეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში და და­იბ­რუ­ნის ნდო­ბა – იყოს კრი­ტი­კუ­ლი და მწვა­ვე, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი და ეთი­კუ­რი სტან­დარ­ტე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი“, – ნათ­ქვა­მია ხალ­ვა­შის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამა­ვე დროს, გა­ვაგ­რძე­ლებ სა­მარ­თლებ­რივ და­ვას ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან, რო­მე­ლიც, რო­გორ­ცყ­ვე­ლას­თვის ნა­თე­ლი გახ­და, შეგ­ნე­ბუ­ლად ან­გრევ­და არხს, აზა­რა­ლებ­და მის ინ­ტე­რე­სებს და არხს მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ია­რა­ღად იყე­ნებ­და. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია შეძ­ლებს და­იბ­რუ­ნოს­მის­გან უკა­ნო­ნოდ მით­ვი­სე­ბუ­ლი თან­ხე­ბი, რაც სა­ბო­ლო­ოდ ისევ არ­ხის კეთ­ლი­დღე­ო­ბას მოხ­მარ­დე­ბა.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ „რუს­თა­ვი 2“ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა რო­გორც ფი­ნან­სუ­რად, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია, ხოლო რე­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი, მძლავ­რი მე­დია სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

კომ­პა­ნი­ის გა­ჯან­სა­ღე­ბი­სათ­ვის უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში შე­ვი­მუ­შა­ვებ კონ­კრე­ტულ სა­მოქ­მე­დო გეგ­მას, რო­მელ­საც აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და მი­ვაღ­წევთ და­სა­ხულ მი­ზანს!” – ნათქვამია ხალ­ვა­შის გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

Georgian Airways-ს ბიზნესომბუდსმენის დახმარების ეიმედება

თბილისი (BPI) – ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეისების დროებით შეჩერების მიზეზს განმარტავს და ახლადდანიშნულ ბიზნესომბუდსმენს დახმარებას …