ჩხეტიანი სესხების განულების მნიშვნელობაზე აცხადებს

თბილისი (BPI) –   “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი არ ამბობს,  ფონდმა სესხების განულებაზე რამდენი დახარჯა.

“610 000 ბენეფიციარის ვალის გასტუმრება  ₾4 მილიარდ -ზე მეტი დავალიანების ჩამოწერას ნიშნავს, ეს არის ყველაზე მეტად საინტერესო”, – დანახარჯზე  BM-ის კითხვა საზოგადოებისთვის უინტერესოდ ეჩვენა

ჩხეტიანის თქმით, ფონდმა ბანკებს კონფიდენციალური ხელშეკრულებები დაუდო, შესაბამისად მოცულობას ვერ გაამხელს. კონფიდენციალობას იმიზეზებს ფინანსთა სამინისტროც. ქართუს კი მანამდე პროგრამისთვის 100 მლნ-ის დარეზერვებაზე აქვს ნათქვამი.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა  ქველმოქმედება განსხვავებულად აღიქვეს.  ნაწილმა “ხმების ყიდვის ერთ-ერთ ფორმად” შეაფასა.

 

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო „ფოსტა მესტიაში“ ივნის-ივლისის ტურისტული მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესდა

მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფოსტაში“ ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებენ. სასტუმრო გენერალური მენეჯერის, გვანცა ფალიანის ინფორმაციით, …