“შავი ზღვის კაბელი”ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოშია

თბილისი (BPI) – ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების საპარლამენტო  კომიტეტის მე-8 სხდომაზე ნათია თურნავამ ევროკავშირის ენერგოსისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და ამ მხრივ, უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმაზე აღნიშნა, რომელიც ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზებას გულისხმობს. ნათია თურნავამ გეოგრაფიული მდებარეობით ქვეყნის უპირეტესობაზეც აღნიშნა საქართველოს გავლით ე.წ. ენერგეტიკული „ხიდის“ განვითარებაში. მინისტრის მოადგილემ დაასახელა კონკრეტული პროექტი,  შავი ზღვის კაბელის, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ენერგოსისტემებს დააკავშირებს. ის ქართულმა მხარემ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოში უკვე წარადგინა ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტული პროექტის სტატუსის მოსაპოვებლად.

ნათია თურნავამ  დაასახელა სხვა ტრანზიტული პროექტებიც, რომლებშიც  საქართველო, სანდო პარტნიორად და საერთაშორისო ინვესტიციების ხელშემწყობად მოიაზრება. ესენია  სამხრეთ გაზის დერეფანი, რომლის შემდგომი განვითარების ეტაპით უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზის ცენტრალური აზიიდან ევროპის ბაზრისთვის მიწოდება.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად უწყობს ხელს მსგავსი პროექტების განვითარებას, რომლის მიზანიც ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერებაა“ – განაცხადა თურნავამ

შემთხვევითი სიახლე

რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, დიდი ალბათობით, დღეს საქართვლოს საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა – კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, „რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, დიდი ალბათობით, …