უმუშევრობის დონე 11,4%-მდე შემცირდა

თბილისი (BPI) – 2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7%-ული პუნქტით,11,4%-მდე შემცირდა.

საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7% (-0.3%) შეადგინა. დასაქმების დონე გაზრდილია 0.2%-ული პუნქტით.

საქსტატის ცნობით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.2%-ს შეადგენდა, რაც 1.1%-ული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2019 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალებში შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით.

შემთხვევითი სიახლე

საწვავის იმპორტი მცირდება, უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა კი რუსეთია

თბილისი (BPI) – საქართველოში საწვავის იმპორტი მცირდება. 2019 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 676,8 ათასი ტონა ბენზინისა …