სპეკულაციური გარიგება ბუნებრივი ტრანზაქციაა, მოლოდინების პრემიაც არაა ხელოვნური,- წესებს ბაზარი ადგენს

თბილისი (BPI) -ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს ბაზარზე და განაგრძოს სავალუტო ინტერვენციები, – BAG-ის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე კურსიდან “მოლოდინების პრემიის” ჩამოხსნის საჭიროებაზე აცხადებს, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ განაპირობებს სავალუტო კურსის ასეთ დინამიკას (6/08.2019 – $/₾ კომერციული ბანკების კურსი 2.99/2.89)

“ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გამყარებულია ეროვნული ვალუტა. ამის პარალელურად, მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ორ ქვეყანას შორის ავიარეისების აკრძალვა გადაიზრდებოდა სავაჭრო ემბარგოში, საბედნიეროდ არ გამართლდა. ტურისტული ნაკადმა იმატა. შიდა სავალუტო ბაზარზე მოქმედ ლარის გაცვლით კურსში დევს “მოლოდინების პრემია” რაც განპირობებულია ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი მთელი რიგი ნეგატიური მოლოდინებით. ასეთ დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის გაცვლითი კურსის რეჟიმი არსებობს ქვეყანაში, ცენტრალური ბანკი, ბუნებრივია, უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და გააკეთოს ინტერვენცია უცხოური ვალუტის მიმართ. მოლოდინების პრემია უნდა მოხსნას ეროვნულმა ბანკმა საკუთარი სავალუტო ინტერვენციებით”, – ფხაკაძის ერთადერთი სწორი გზა მრუდეა ბევრი ეკონომისტისთვის მათ შორისაა ბესო ნამჩავაძე :

“წინა კვირაში გაყიდული 33 მლნ დოლარი უფრო სებ-ის “ფრეზენსი” იყო, რასაც პანიკა უნდა ჩაეცხრო, ნაწილობრივ მაინც მიიღწა. მაგრამ, მთავრობამ და სატელიტებმა ტურიზმის დადებითი სტატისტიკაც კი უარყოფითად თარგმნეს, ჯამში პროცესი დააზარალეს. სებ-მა თუ ყოველდღიურად ლარის კურსის სიმყარეზე იფიქრა, შემოდგომიდან 3.0-იც სანატრელი გახდება”, – წერს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე სოცქსელში, – მცდარია ამ პროცესში მხოლოდ სებ-ის ინსტრუმენტების იმედად ყოფნა. საბოლოოდ, ლარის კურსზე მთავრობის პოლიტიკას და საგარეო დაქტორებს უფრო აქვს გავლენა, ვიდრე სებ-ის ინსტრუმენტებს. რეზერვების გაყიდვით მაქსიმუმ სექტემბრამდე ვიქნებით ბედნიერი და საბოლოოდ, ხელოვნურად შენარჩუნებული კურსი მისი მყისიერად და უფრო დიდი მასშტაბით გაუფასურების გარანტი იქნება.

“დევალვაციის გამო მნიშვნელოვნად არის დაქვეითებული ლარის მსყიდველობითი უნარი, რაც უაღრესად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ნებისმიერი სახის ბიზნესზე და ეს ვითარება ყველამ კარგად უნდა გავაანალიზოთ და გავითვალისწინოთ.

2014-2018 წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ გონივრულად იმოქმედა. გაცვლითი კურსის კორექციის გზით განხორციელდა უაღრესად მძიმე საგარეო შოკების შთანთქმა და საქართველო მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული გამოვიდა ამ პროცესებიდან. დღეს ვითარება არის შეცვლილი და შესაბამისად საჭიროა სხვა ტიპის სავალუტო პოლიტიკის განხორციელება”, – – აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

შემთხვევითი სიახლე

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

თბილისი (BPI) – მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის …