სემეკში გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილა

სემეკში გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული 17 საკითხი განიხილა. საკითხები შეეხებოდა მოქალაქეებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადებს, კომისიის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებებს და ადმინისტრაციული წარმოების ვადებს.
✅დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის დადგენილების გამოსაცემად. დადგენილების პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2024 წლის 5 დეკემბერი, ხოლო დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად – 2025 წლის 20 თებერვალი.
✅ასევე, დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება “ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ კომისიის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. დადგენილების პროექტთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2024 წლის 5 დეკემბერი, ხოლო დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად – 2025 წლის 7 თებერვალი.
📌 კომისია შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს, კომუნალური კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მომართონ სემეკს ან სემეკთან არსებული ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ქოლ ცენტრის საშუალებით ნომერზე  16216

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …