სემეკის წევრი, მაია მელიქიძე ქალების ენერგეტიკაში გაძლიერების საკითხებზე ADB-ს პირველ ღონისძიებაზე სიტყვით წარდგება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, მაია მელიქიძე სიტყვით წარდგება აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებულ პირველ ღონისძიებაზე, რომელიც ენერგეტიკის სექტორში ქალთა გაძლიერების  საკითხებს შეეხება (Women in Energy).

მაია მელიქიძე მიმართავს მონაწილეებს და ისაუბრებს ენერგეტიკის სექტორში ქალთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა პირველად იმართება.  შეხვედრა ჩატარდება 3 მარტს, ონლაინ ფორმატში და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ქალები.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს შემდეგი ბმულის საშუალებით:  https://women-energy-summit.org/

#WIE2022 #TimeforChange”

შემთხვევითი სიახლე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან პრეს-ტურს მასპინძლობს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მედიისა და ავიაკომპანია Air Baltic-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ინფო-ტურის ფარგლებში …