სემეკის წარმომადგენელმა გაეროს ორგანიზაციის IndustriALL Global Union-ის ორგანიზებით გამართულ სემინარში მიიღო მონაწილეობა

სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თორნიკე აფრიაშვილმა გაეროს ორგანიზაციის IndustriALL Global Union-ის ორგანიზებით გამართულ სემინარში მონაწილეობა მიიღო და განახლებადი ენერგიების განვითარების კუთხით სემეკის როლის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
🟢 თორნიკე აფრიაშვილმა სემინარის მონაწილეებს გააცნო სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და პოლიტიკა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობა.
🔘 სემინარი სახელწოდებით – „განახლებადი ენერგიის გამომუშავების დანერგვის პირობებში რეორგანიზაციის პროცესი და დასაქმებულთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი“ 27-29 მაისს, საირმეში გაიმართა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს გავლით SOCAR-მა ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

საქართველოს გავლით აზერბაიჯანულმა ნავთობკომპანია SOCAR-მა ავსტრიისა და გერმანიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. როგორც SOCAR-ში განმარტავენ, „სამხრეთის …