სებ-ის ინტერვენციამ ლარი გაუფასურებისგან გადაარჩინა

თბილისი (BPI) – სებ-ის ინტერვენციამ შედეგი გამოიღო. 27 სექტემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9552 ლარი შეადგინა, ანუ დოლარი 2.56 თეთრით გაუფასურდა.

გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 3.2286 ლარია. ევროს ცვლილებამ 2.85 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5218 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.6319 ლარი ეღირება.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ დოლარი გაყიდა, საშუალო შეწონილი შეწონილი გაცვლითი კურსი 2.9546 იყო.

შემთხვევითი სიახლე

რეგიონში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის მეწარამეობის ახალი პროგრამა იწყება

თბილისი (BPI) – USAID YES-Georgia Buzz Georgia/ბაზ საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ტრენინგების ციკლს იწყებს. …