სახაზინო ვალდებულებების უახლოესი აუქციონზე 70 მლნ ლარის ბენჩმარკ ობლიგაციების გაყიდვა იგეგმება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების უახლოესი აუქციონი დაგეგმილია 7 ივნისს, სადაც 6-თვიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 2-წლიანი 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის 24 მაისს 5-წლიანი 80.0 მლნ ლარის (27.8 მლნ აშშ დოლარი) ოდენობის
ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა დაახ. 3.0-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით, რომელიც 2022 წლის აპრილში გაიმართა, 0.206პპ-ით შემცირდა და 10.397% შეადგინა.

შემთხვევითი სიახლე

თუ მანამდე სამედიცინო დახმარების მიღების უფლება ჰქონდა მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს, დღეს ეს მაჩვენებელი გაიზარდა 94%-მდე – პრემიერი

2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, გამოვიდა …